my blogg
Monday, January 28, 2013
ქართული ვაზი, ქართული ღვინო
ქართული ვაზი, ქართული ღვინო
გამოქვეყნებულია: 19 ივნისი, 2010 - 14:05
გიორგი ლეონიძე
ეს პატარა სტატია გიორგი ლეონიძემ 1962 წლის 13 სექტემბერს გამოაქვეყნა “სოფლის ცხოვრებაში”. მაშინაც, ისევე, როგორც დღეს, საქართველო “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესს” მასპინძლობდა.
ქართული ვაზი, ქართული ღვინო!
არ გაუვლია ქართულ მიწაზე უცხოელ მოგზაურს, რომ ქართული ღვინის სიკეთით განცვიფრებულს ქებითა და დიდებით არ მოეხსენებინოს იგი!
ჩვენი ვაზი უძველესია მსოფლიოში! ალბათ, ჩვენიდან არის ვაზი საერთოდ წასული და "ღვინო" ქართული სიტყვა უნდა იყოს გადასული სხვა ენებში.
ქართველი ხალხის რწმენით, ღმერთმა ჯერ ვაზი გააჩინა უწინარეს ყოვლისა:

"დედავაზები აკურთხა,
ბალახს დასდო თავის
ფერი".
ბალახს დასდო თავის
ფერი".
ჩვენი ვაზის ნაყოფიერებით ჯერ კიდევ ლეგენდარული არგონავტები გაჰკვირდნენ. სულ ახლა, გასულ საუკუნეში უნახავთ ჩვენში ძველი ვაზები, რომელსაც ორი კაცი ძლივს შემოაწვდენდა მკლავს. მე თვითონ მინახავს ერთი ვაზიდან გათლილი ვეება კარი!
ქართველი კაცი და ქართული ვაზი ერთმანეთის მოჭინახულენი არიან. ქართულმა ვაზმა ქართველ კაცთან ერთად ზიდა ისტორიის სიმძიმე.
გარემომდგომი მტერი – თურქი, ხაზარი, არაბი, მონღოლი, სპარსი, ლეკი უმოწყალოდ ჩეხდა, ბუგავდა, სრესდა, თქერავდა ვაზს, – როგორც ჩვენი ცხოვრების მთავარ წყაროს, – მაგრამ ნახანძრევ ნაცარში მაინც ღონეს იკრებდა დაბუგული, გასრესილი ქართული ვაზის ფესვი. ქართულ ვაზს არასდროს არ დაუძინია. ტყუილი ნათქვამი როდია, – "ჯაგრცხილა, რქაწითელი და გლეხიკაცი ყველაფერს გაუძლებსო". აკი კიდევაც გაუძლო ისტორიის ქარტეხილს ქართულმა ვაზმა!
ქართველ კაცს არც შეეძლო ცხოვრება უვაზოდ. მისი ეკონომიური მნიშვნელობა დიდი იყო და არის დღესაც. ქართველი ერი ღვინით იშორებდა დამპყრობელთა მიერ დადებულ მძიმე ხარკს. სპარსეთსა და ოსმალეთს საუკუნეების განმავლობაში მუქთად გაჰქონდათ ქართული ღვინო!
"ღვინო ქართველი კაცის ხმალია"-ო, იტყოდნენ ძველად და მართლაც, ლხინში, ჭირში, ომში, შრომაში, სიკვდილზე უღვინობა საქართველოში შეუძლებელია! თამადა ხომ მხოლოდ ქართული სუფრის ატრიბუტი იყო. ესეც ჩვენი კულტურის მონაპოვარია, რომ სუფრაზე არ იყოს უწესრიგობა და ღვინის მსმელმა უსიამოვნო რამ არ ჩაიდინოს. თამადა ლხინის ორგანიზატორია და რამდენადაც იგი ნიჭიერია, ჭკვიანი, ენამზიანი, იმდენად სასიამოვნოა ნადიმი!
ჩვენი მეურნე მამაშვილურად უვლის ვაზს, "შვილიდარს" ეძახის, ე. ი. შვილის დარს, მასავით საყვარელს. მართლაც, შვილივით აყვანილი ჰყავს ვაზი და ამაზე მეტი სიყვარული-ღა იქნება? ამიტომაც არის, რომ იგი შვილივით იფიცავს ვენახს. "ისე არ გამიწყრეს ჩემი ვენახის მადლი", "ისე შემეწიოს ვაზის დედა"!
ქართველი კაცი გამალებით აშენებდა ვაზს, სადაც კი შესაძლო იყო. დღესაც მიუვალ ტყეებში შეხვდებით გაველურებულ, გაგარეულებულ ვაზს – კრიკინას. ეს იმის ნიშანია, რომ აქ ოდესღაც მოსახლეობა ყოფილა. თვით მე-19 საუკუნის დასაწყისში, თბილისის ნახევარი ვენახებს ეჭირა: დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი ხომ ერთ გაბმულ ზვარს წარმოადგენდა ძველ საუკუნეებში! თელავს და გორს კაცი ვერ გაარჩევდა – ვენახი იყო თუ ქალაქი!
მეტად დიდია ჩვენს დროში ზრუნვა ქართულ ვაზზე. რამდენი ხრიოკი გავენახიანდა! რამდენი ნატრამალევი, გამოხუნებული მიდამოები გაიჭედა ვაზით!
რამდენი ძველებური ჯიში ისევ აღვადგინეთ. გაიხსენეთ აჭარა, მესხეთი, ქვემო ქართლი! გურიაში თითქმის გადავიწყებული იყო "ჩხავერი", მართლაც, გამზრდელი ოქრო! მაგრამ მაინც ჩამორჩენილები ვართ. მრავალი სავენახე ადგილი ჯერ კიდევ უჭირავს ჯაგსა და ძეძვნარს.
რა კარგია მორცხვი შუქით განათებული ვაზის ყვავილი!
რა მშვენიერია კვირტგამოსული ვენახი! რა ტურფაა ვენახისპირას სიცილი!
მეთერთმეტე საუკუნის ქართველმა პოეტმა უმშვენიერესი ქალწული აყვავებულ ვენახს შეადარა:

შენ ხარ ვენახი
ახლად აყვავებული!
ახლად აყვავებული!
რა შეედრება მზეთვალა რქაწითელს! დამკრახულ საფერავს! რა საამოა მტევანდაგრაგნილი ვაზი, ოქროფურცელა ყურძენი!
ვის ბრმობას თან არა ჰხლებია, ჩხა და აკიდო!
მართლაც, რა გვაქვს ვაზის ანადარი?
"ყურძენში თვალი შევიდა!" – რა ამაყად, რა ღიმილით იტყვის სახემზიანი ქართველი, რომელსაც ამდენი ამაგი და კეთილმზრუნველობა გამოუჩენია ვაზისადმი!
და როცა საწნახლის პირად დადგება და სამაჭრე ღარის ჩქეფას უყურებს, მაშინ აღარც ერთი ნაოჭი აღარ ემჩნევა სახეზე!
ვენახი დიდი მეჯილდოვეა!
ვაზის ამჩეხი და კაცის მკვლევი ქართველი კაცისათვის ერთია!
მოყვარესაც და მტერსაც ღვინით გაუძღვება იგი, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც ღვინით შეეგებება! მაგრამ მთავარი ღირსება მხიარული მასპინძლისა თუ თამადისა ის იყო ძველად, რომ დაცემული მოძმე გაემხნევებინა:

ჯამს იქით მხარეს წაიღებს,
სადაც ბეჩავი ზისაო!
სადაც ბეჩავი ზისაო!
ქართველი კაცი, როდესაც იგი ღვინით უმასპინძლდება მეგობარს, უსურვებს ტკბილ ძმობას, დღეგრძელობას, სიხარულს, ხოლო ქვეყნიერებას – კეთილდღეობას, მშვიდობას!
მეც, როგორც რიგითი ქართველი კაცი, ვიღებ ხელში საფერავით სავსე ჯამს და ვადღეგრძელებ დღევანდელი კონგრესის მონაწილეთ – ნახეთ, იგემეთ ჩვენი ისტორიული მიწის წვენი, ჩვენი სისხლითა და ოფლით მონაპოვარი ქართული ღვინო, ჯანში შეგერგოთ, ტკბილი სიტყვა გათქმევინოთ ძმობისა და მშვიდობისათვის! დაე, ჩვენი ღვინის მადლით დალოცვილიყოს ხალხთა ძმობა, ბედნიერება და მზეგრძელობა!
დაე, მშვიდობიან ცის ქვეშ ჰყვაოდეს მუდამ ქართული ვაზი!

ვაზის ჯიშები
ვაზის ჯიშები
ვაზი ეკუთვნის ვაზისებრთა ოჯახს და ცნობილია მისი 4000- მდე ჯიში. მათგან პრაქტიკული მიზნებისთვის გამოყენებულია მცირე ნაწილი. ვაზის ეს უამრავი სახეობა გაფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, განსხვავებული ბუნებრივი პიროების შესაბამისად. პალეონტოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი ვაზის ნაწილები ნაპოვნია უკიდურეს ჩრდილოეთ გრელანდიაში. ვაზის ველური ფორმები თავისი ბიოლოგიური თვისებებით მსგავსნი არიან. ვაზის საერთო განვითარება, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი დიდად არის დამოკიდებული ნიადაგის ფიზიკურ - ქიმიურ შემადგენლობაზე. ამიტომ ნიადაგის და ჯიშების შერჩევა - გაშენება პროდუქციის სპეციფიკაციის მიხედვით ხდება. ვაზისთვის კარგია კორდიან - კარბონატული, ალუვიური, ქვაღორღიანი და ქვიშიანი ნიადაგები. ვაზის მაღალხახრისხოვან ყურძენს სამხრეთ ან სამხრეთ - აღმოსავლეთის ექსპოზიციის ფერდობზე იძლევა. ვაზის ჯიშების უმრავლესობა 14 -15˚C ყინვას იტანს, ზოგი კი - 40˚C -ის პირობებშიც კარგად ვითარდება (ამურის ვაზი).
მევენახეობა უძვლესი დარგია საქართველოში. მისი საწყისი ენეოლითურ და ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. საქართველოში ვაზის გაშენება-მოვლის წესები ცნობილი იყო ძვ. წ. აღ 3200-3300 წლის წინათ. მევენახეობის სიძველეზე მიუთითებს არქეოლუგიური და ეთნოგრაფიული მასალები, წერილობითი წყაროები, მდიდარი ხალხური ტერმინოლოგია და სხვ. განათხარი მასალა მოწმობს, რომ II ათასწლეულის ბოლოს მევენახეობა საქართველოში უკვე საკმაოდ დაწინაურებული იყო. ამას ადასტურებს კახეთში აღმოჩენილი ვაზის ნამგლისებური სასხლავი, რომელიც ბრინჯაოსგან იყო დამზადებული; სოფელ ნინოწმინდის სამაროვანზე ნაპოვნი წიპწები, რაც რქაწითელისა და მწვანე ვაზის ჯიშის არსებობაზე მიუთითებს.
საქართველოში უძველესი დროიდან გავრცელებული ვაზის ჯიშების აღწერა და მევენახეობის განვითარების, ღვინის დაყენების ძველი მეთოდები შესწავლილი და აღწერილი აქვს ივ. ჯავახიშვილს ნაშრომში ,,საქართველოს ეკონომიკური ისტორია’’ (1934 წ). ამ ნაშრომმა ხელი შეუწყო საქართველოში ვაზის ჯიშების აღდგენას და შემდგომ შესწავლას.
საქართველო უძველესი ვაზის ქვეყანაა, მევენახეობას კი მისდევდნენ 4000-ზე მეტი წლის წინათ. ამას მოწმობს ვაზის ჯიშთა სიმრავლე (500-ზე მეტი ჯიში 4000 ორიგინალს შორის), აგრეთვე ვაზის მრავალი ადგილობრივი წარმოშობის ჯიში და ბუნებრივი პირობების ნაირსახეობის ფონზე მათი დაჯგუფებულად დამკვიდრება მევენახეობის რაიონებში: იმერეთი, გურია, აჭარა, სამეგრელო, აფხაზეთი, ქართლი, კახეთი. საქართველოში ვაზის ნარგავები ზღვის დონიდან 600-700 მ-დეა გავრცელებული.აღმოსავლური ჯგუფის ჯიშები (ირანი, ავღანეთი, სომხეთი) არიან მცირე მასშტაბებით საქართველოში. ეს ჯიშები ხასიათდებიან ძირითადად ძლიერი ზრდის უნარითა და მსხმოიარე ყლორტების მცირე პროცენტით. შავი ზღვის აუზის ჯგუფების ჯიშები (საბერძნეთი, თურქეთი) ძირითადად შემოიფარგლება ძველი კოლხეთის ტერიტორია. ამ ჯგუფის ჯიშები შექმნილია ველური ვაზებიდან შერჩევის გზით. ისინი ძირითადად საღვინე და საღვინე-სასუფრე მიმართულებებითაა და ხასიათდება დიდი მოსავლიანობით. დასავლეთ ევროპის ჯიშების (გერმანია, საფრანგეთი) ძირითადი მიმათულებაა მეღვინეობა. ამ ჯიშებს მაღალი მსხმოიარობა ახასიათებს.
მაღლობ ადგილებში ვაზის საადრეო ჯიშებს ამრავლებენ (ქართული საადრეო, ხალილი, პინო). დაბლობ ზონაში - სიმწიფის საშუალო პერიოდის ან საგვიანო ჯიშებს (რქაწითელი, საფერავი, ცოლიკოური). ქართული ჯიშებიდან აღსანიშნავია გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშებისა ბუდეშური თეთრი და წითელი, ქარლის ჯიში, ალექსანდრული მუსკატი ( ეგვიპტის ჯიში).
საქართველოში არსებული ვაზის ჯიშებიდან ნაწილი არის ტექნოლოგიური (საღვინე), ნაწილი - სუფრისა.
სამეურნეო მიმართულების მიხედვით გამოირჩევა სასუფრე, საღვინე, საკონიაკე, საშამპანო, ყურძნის წვენის, საქიშმიშე, საძირე, დეკორატიული და ა. შ) საღვინე ჯიშებიდან საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვ. სუფრის ჯიშებიდან -გორულა, წითელი ბუდეშური, თითა. ახალგამოყვანილი ჰიბრიდული ჯიშებიდან -ქართული საადრეო, ივერია, თბილისური, ვარძია, მუსკატური რქაწითელი. ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე შემოტანილი ჯიშები - ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე, კიროვაბადული სუფრისა, შასლა თეთრი, ხალილი. ყურადღება ექცევა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების - ხიხვის, კრახუნას, ლადასტურის, უსახელოურის, ქისის, გრძელმტევნას, ჩხავერის და სხვათა ფართოდ გავრცელებას.
საქართველოს რეგიონებიდან აღსანიშნავია შიდა კახეთი ( მდ. ალაზნის აუზი), გარე კახეთი (საგარეჯოს რ-ნი). შიდა კახეთში ცნობილია შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, კლონი № 48, ქისი, მწვანე კახური, ხიხვი, საფერავი, მწვანე კახური კლონი № 12, კლონი № 359, კაბერნე სოვონიანი, ბუდუშურისებური, თავკვერი, პინო შავი, მუსკატური რქაწითელი. გარე კახეთი: რქაწითელი, ალიგოტე, ჩინური, რქაწითელი კლონი. სუფრის ყურძნებიდან აღსანიშნავია: განჯური, თბილისური, ხალილი, ქართული საადრეო, ალექსანდრული მუსკატი.
ავასირხვა
აბორიგენული, თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში. ზრდის სიძლიერე საშუალო, მოსავლიანობაც საშუალო და საშუალოზე მაღალი, 70-80, 120-150. შედარებით გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ და კარგად იტანს მოჭარბებულ ტენიან პირობებს. მტევანი საშუალო სიდიდისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი. მარცვალი მომრგვალო ან მცირედ ოვალური ფორმისა აქვს, სრულ სიმწიფეში იღებს ღია მწვანე-ყვითელ შეფერილობას. სრულ სიმწიფეში გვიან, ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. შაქრიანობა 20%, მჟავიანობა 9-10,5%.
რქაწითელი
ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებულია ძირითადად კახეთში, არის ქართლშიც. აზრდება საშუალო ინტენსივობით, უხვმოსავლიანია, მტევნის საშუალო მასაა 160-250 გრ. საშუალო სიდიდისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, ხშირად აქვს ერთი, ძლიერ განვითარებული ფრთა. მარცვალი საშუალო სიდიდისაა, ოვალური, მოთეთრო-ქარვისფერი, სასიამოვნო გემო აქვს. შაქრიანობა 20-24 %, მჟავიანობა 7-8 %. შედარებით გვალვაგამძლეა. მოსავლიანობა 60-200 ცენტნერი ჰა-ზე. ყურძნისგან ამზადენენ სხვადასხვა მარკის მაღალხარისხოვან ღვინოებს - წინანდალს, გურჯაანს, ტიბაანს, კარდანახსა და სხვა.
საფერავი
არის ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ზონაში. გავრცელებულია ძირითადად კახეთის რაიონბში. მცირე რაოდენობითაა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, აფხაზეთში. არის ძლიერად მზარდი, უხვმოსავლიანი. მტევანი საშუალოზე დიდია, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მწიფდება სექტემბერის მეორე ნახევრიდან. მარცვალი საშუალო სიმსხოსია, ოვალური, მუქი ლურჯი.შაქრიანობა 20-26 %, მოსავლიანობა 8-10 ც/ჰა-ზე. თელავის, ყვარლის, გურჯაანის რაიონებში მისგან ამზადენენ სუფრის, სადესერტო და მაგარ წითელ ღვინოს (საფერავი, ახაშენი, ქინძმარაული, მუკუზანი, ნაფარაული და სხვა).
ოჯალეში
ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთში (ზუგდიდი, სოხუმი, გაგრა). მწიფს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსისებური, ფრთიანი მტევანი. მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-დან -24,3 %-მდე, მჟავიანობა 7-9 %. მისგან ამზადებენ მუქ წითელ, მაღალხარისხოვნ ორინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს ,,ოჯალეშს.’’ ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა ,,მერლო.’’
კლარჯული
ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირა ზოლში (გურიასა და აჭარის რაიონებში).ვაზი ინტენსიურად აზრდება, უხვმოსავლიანია, მწიფს ოქტომბერში. აქვს მაღალი საგემოვნო თვისებები, მტევენი ცილინდრულ-კონუსისებური ფორმისაა, მარცვალი მომწვანო-მოყვითალო, კარგად ინახება, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში გავრცელებული აბორიგენული ჯიშთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ყურძნის ჯიშია.
პინო
ფრანგული წარმოშობის საღვინე ვაზის ჯიშების ჯგუფი. არსებობს შავი პინო (პინო ფრანი), ნაცრისფეფერი პინო (პინო გრი), თეთრი (პინო ბლანი) და სხვ. დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს შავ პინოს, რომელიც საქართველოში მე-XX-ე საუკუნის დასაწყიში გავრცელდა. სტანდარტული მაღალხარისხოვანი ჯიშია, უმთავრესად კულტივირებულია შუა ქართლსა და ზემო იმერეთის რაიონებში. ახასიათებს სიმწიფის საშუალო პერიოდი, აქვს პატარა მტევანი და საშუალო ზომის მრგვალი მარცვალი, მცირემოსავლიანია, რის გამოც წარმოებაში მას ცვლიან სხვა საშამპანურე ქართული ჯიშებით (ციცქა, ჩინური, გორული მწვანე). შავი პინოს პროდუქციას ძირითადად ხარისხოვანი შამპანურის საკუპაჟე მასალად იყენებენ.
გორულა
ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. იზრდება ინტენსიურად. მისი ყლორტების 75-84 % ნაყოფის მომცემია. უხვმოსავლიანია, ჰა-ზე საშუალოდ 100 ცენტნერზე მეტი იკრიფება. ყურძენი სქელკანიანია, ხორციანი და ნაკლებწვნიანი. მწიფდება შუა ოქტომბერში. შაქრიანობა 18-19 %, მჟავიანობა 5-6 %-მდე. გორულა არის ტრანსპორტაბელური, მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია, გავრცელებულია მცხეთის, ლენინგორის, კასპის, გორის რაიონებში და თბილისის გარეუბანში.
გორული მწვანე
ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ყლორტების 80-90 % ნაყოფის მომცემია. საშუალო მოსავლიანობა 80 ც/ჰა-ზე, ყურძენი სქელკანიანია, საკმაოდ წვნიანი და ხორციანი. მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. შაქრიანობ საშუალოდ 21,6-22 %, მჟაიანობა 9-10 %-მდე, მაღალხარისხოვნი საღვინე ჯიშია. იყენებენ ევროპული, სადესარტო და შამპანური ღვინოების დასამზადებლად. გავრცელებულია უმეტესად ქართლში, მცირე რაოდენობით კახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში.
ალიგოტე
ფრანგული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ნაყოფს იძლევა ყლორტების 90 5. მტევნის საშუალო წონა 125-130 გრ. მწიფდება სექტემბრის პირველ ნახევარში. საშულო მსავლიანობაა 90-100 ც/ჰა-ზე, გავრცელებულია მევენახეობის ტითქმის ყველა რაიონში, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში მოჰყავთ იმერეთსა და ქართლში. ალიგოტესგან მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო ,,მუხრანული,’’ რომელიც შეიცავს 10-11 % ალკოჰოლს, მჟავიანობა ზომიერი (6-7 %) აქვს. განთქმულია კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით. ალიგოტეს იყენებენ შამპანური ღვინის მასალის დასამზადებლად. საფრანგეთში მისგან აყენებენ მასობრივი მოხმარების მსუბუქ თეთრ ღვინოს.
ალადასტური
ქართული ვაზის ჯიში, მისი ყლორტების 75-77 % ნაყოფის მომცემია. ნაყოფი წითელია, საღვინე და სუფრისა. მტევანი საშუალოდ 200გრ. იწონის. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მოსავლიანობა ჰექტარზე 70-100 ცენტნერია. გავრცელებულია ჩოხატაურის , ოზურგეთის, ვანისა და სამტრედიის რაიონებში. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდების საუკეთესო სხეულიანობა და სასიამოვო სურნელება აქვს.
ბუდეშური
ქართული ვაზის უძველესი ჯიში. ცნობილია წითელი ბუდეშური (თამარეული), უხვმოსავლიანი სუფრის ჯიში. მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ნაყოფის შაქრიანობა 15,5-1,5 %, მჟავიანობა 5,5-6,0 %. არატრანსპორტაბელურია. გვხვდება ქართლში, კახეთსა და დასავლეთ საქართველოში.
თეთრი ბუდეშური, საღვინე და სუფრის ჯიში. მწიფდება სექტემბრის ბოლოს. შაქრიანობა 18-20 %, მჟავიანობა - 6,5-7 %-მდე, საშუალო მცირე მოსავლიანობით გვხვდება აპინძისა და ახალციხის რაიონებში. თეთრ ბუდეშურს იყენებენ შამპანური და სუფრის ღვინის საკუპაჟე მასალად.
კაბერნე
ფრანგული წითელყუძნიანი საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფი. მე-XIX-ე საუკუნის დასაწყისში 2 ჯიში - კაბერნე სოვინიონი და კაბერნე ფრანი შემოიტანეს ყირიმში, საიდანაც გავრცელდა რუსეთის იმპერიის სხვა რაიონებში. საქართველოში დარაიონებულია და სამრეწველო მნიშვნელობა აქვს კაბერნე სოვინიონს. ამ ჯიშისგან კახეთში (თელავი) მზადდება მაღალხარისხოვანი სამარკო ღვინო - თელიანი, რომელიც საფრანგეთის განთქმულ ბორდოს წითელ ღვინოს უტოლდება.
იზაბელა ანუ ,,ადესა’’
ვაზის ამერიკული ჯიში (ე.წ. ,,ადესა’’).. ბუნებრივი ჰიბრიდია და დასავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებშია გავრცელებული. კარგად უძლებს ფილოქსერასა და სოკოვან დაავადებებს. ნაყოფი შავია, აქვს სპეციფიკური გემო, მწიფს მოგვიანებით, იყენებენ საჭმელად და მეღვნეობაში.
უსახელაური
აბორიგენული, ფერადყურძნიანაი საღვინე ვაზის ჯიში, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოში, ლეჩხუმი-ცაგერის რაიონშია გავრცელებული. ზრდის სიძლიერე საშუალო. ძნელად იტანს სოკოვან დაავადებებს. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისა აქვს, ცილინდრულ-კონუსური ფორმისა. მტევანი მომსხო ზომის, მუქი ლურჯი, სიმწიფისას შავ ფერში გარდამავალი.საშუალოზე საგვიანო პერიოდის ყურძნის ჯიშებს განეკუთვნება, სექტემბრის ბოლოსკენ მწიფს.შაქრიანობა 20-28%, მჟავიანობა 6,5-9 %. მისგან მზადდება ნახევრად ტკბილი ღვინოები.
თავკვერი
წითელი აბორიგენული ყურძნის ჯიში. გავრცელებულია ქართლის რაიონში. ზრდის სიძლიერე საშუალო, მოსავლიანობა 70-80, სოკოვან დაავადებათა მიმართ მცირე გამძლეობას იჩენს, თუმცა სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ადვილად უძლებს ყინვას. აქვს საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევანი და მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის მარცვალი. საგვიანო პერიოდის ჯიშებს განეკუთვნება, მწიფს დაახლოებით, ოქტომბრის პირველ ნახევარში. შაქრიანობა 19-21%, მჟავიანობა 7,5-8,5 %. მისგან ამზადებენ ”თაკვერის” სახელწოდებით ცნობილ წითელ და ვარდისფერ ღვინოებს.
კისი
ქართული ყურძნის ჯიში, რომელიც იზრდება შავი ზღვის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ზონაში. მისი მრცვალი არის მომრგვალებული, ელიფსური, მომწვანო-ყვითელი ფერის. მისი რბილი ნაწილის დაჭყლეტისას მიიღება წვენი. მისი პროდუქტიულობაა 55-80 ც/ჰა-ზე. კისის ყურძნის პროდუქტიდან მიიღება თეთრი სამაგიდო ღვინო ,, ხორნაბუჯი’’.
კრახუნა
აბორიგენული, თეთრყურძნაიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში, გავრცელებულიადასავლეთ საქართველოში, ზესტაფონისა და ბაღდადის რაიონის ტერიტორიაზე. ზრდის სიძლიერე საშუალო, ძნელად იტანს სოკოვან დაავადებებს, თუმცა შედარებით ყინვაგამძლეა. აქვს საშუალო ან განიერ-კონუსისებრი სიდიდის, ხშირად მხრიანი მტევანი. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი, ოვალური ფორმისა, სრულ სიმწიფეში მომწვანო-მოყვითალო-მოქარვისფრო შეფერილობას იძენს. საგვიანო ჯიშებს განეკუთვნება, სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე პერიოდში მწიფდება. შაქრიანობა 21-23%, მჟავიანობა 7,5-8,5 %.
კაჭიჭი
აბორიგენული, ფერადყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ძირითადად გავრცელებულია აფხაზეთის რეგიონში. საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. კარგად უძლებს სოკოვან დაავადებებს და მშვენივრად ვითარდება ტენიან ეკოლოგიურ პირობებშიც. აქვს საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და ასეთივე საშუალო სიდიდის, მომრგვალო-ოვალური ფორმის, მუქი ლურჯი, სიმწიფეში შავ შეფერილობაში გარდამავალი ფერის მარცვალი. განეკუთვნება საგვიანო პერიოდის ჯიშებს, მწიფს ოქტომბრი ბოლო დეკადაში. შაქრიანობა 19,5-22,5% ,მჟავიანობა 19,5%. მცირედ გავრცელებული ჯიშია, რეკომენდირებულია მისი აღდგენა-მოშენება ვარდისფერი ღვინოების წარმოებისთვის.
ალექსანდროული
არის ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70-90 %. მტევნის საშუალო წონაა - 90-100 გრ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობაა 55-60 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ამბროლაურის და ცაგერის რაიონში. როცა ყურძენის შაქრიანობა 27-28 %-ია, მჟავიანობა კი 6-8 %, აყენებენ მაღალი ღირსების, ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოს ,,ხვანჭკარას’’ (ძირითადად ხვანჭკარის მიკრორაიონში), ხოლო ნაკლებშაქრიაონობისას (20-21 %) - სუფრის ღვინოს ,,ალექსანდროულს’’.
ხიხვი
არის ქართული ყურძნის ჯიში. მარცვალი არის მომრგვალებული, მომწვანო- მოყვითალო ფერის, მზის მხარეს ვერცხლისფერი ლაქებით. მისი რბილობის დაწურვით იღებენ წვენს. მისი პროდუქტიულობაა 60-80 ც/ჰა-ზე. ყურძნში შაქრის კონცენტრაციაა 29 %. ხიხვის ყურძნისგან ღებულობენ თეთრ დაცულ ღვინოს ,,ხიხვი’’. დღესდღეისობით ხიხვის ნარევი მიიღება, აგრეთვე, რქაწითელისა და მწვანის ჯიშებთან ნარევის საფუძველზე. მიღებული ღვინო ,,რქაწითელი ხორნაბუჯის’’ სახელითაა ცნობილი მაღალი ხარისხის კახური ღვინო.
ძველშავი
აბორიგენული, ფერადყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. ზრდის სიძლიერე საშუალო. ცუდად იტანს სოკოვან დაავადებებს. აქვს საშუალო ან საშუალოზე დიდი, განიერ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და მსხვილი, მომრგვალო ფორმის, შავ-წითელი ელფერის მქონე მარცვალი. პროდუქტიულობა 80-140 ც/ჰა-ზე. შაქრიანობა 18-22% , მჟავიანობა 7,5-9,5% . საგვიანო პერიოდისაა, მწიფს სექტემბრის ბოლო დეკადაში. ძველშავისგან ამზადებენ ორიგინალურ ღვინოს ,, ძველშავს’’, გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა ცქრიალა, სუფრის და სადესერტო, წითელი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. ამას გარდა, მისი და კაბერნეს ფრანგული ჯიშის დამატებით, მიიღება შესანიშნავი შუშხუნა ღვინო.
ჩხავერი
აბორიგენული ფერადყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში. გავრცელებულია შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ზონაში. გურია-აჭარისა და აფხაზეთი-გუდაუთის მთიან რეგიონებში. ზრდის სიძლიერე საშუალო. ძნელად ადაპტირებს გარემო ეკოლოგიურ პირობებთან, აგრეთვე სუსტია სოკოვან დაავადებათა მიმართ. ფოთლები აქვს საშუალო, მომრგვალებული. მტევანი ცილინდრულ- კონუსური მოყვანილობისა. მარცვალი მრგვალი ფორმის, მუქი წითელი შეფერილობის. საშუალოზე მცირე ზომის. ყურძენში შაქრის შემცვლელობაა 19,5-22%. მჟავიანობა 8-9,5% . ჩხავერის ჯიშიდან იღებენ ნახევრან ტკბილი ღვინო ,,ჩხავერი’’. მისი ჩინურისა და რქაწითელის ნარევისგან კი მიიღება შუშხუნა ღვინო.
ცოლიკოური
აბორიგენული წარმოშობის, თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ხარობს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მცირე რაოდენობით -ქართლსა და კახეთშიც. ზრდის სიძლიერე საშუალოზე ძლიერი. მდგრადია სოკოვან დაავადებათა მიმართ და ადვილად ეგუება გარემო ეკოლოგიურ პირობებს. აქვს საშუალო სიდიდის, კონუსური ან განიერ-კონუსური მოყვანილობის ხშირად განტოტვილი, მხრიანი მტევანი და მომრგვალო-მომსხო, ოდნავ ოვალური ფორმის, მომწვანო-მოყვითალო ფერის მარცვალი, რომელიც სრულ სიმწიფეში მზის მხარეს ყავისფერი ლაქებით იფარება. საგვიანო პერიოდის ჯიშებს განეკუთვნება, მწიფს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. შაქრიანობა 20-25% ,მჟავიანობა 7,5-9,5% . მისგან მზადდება ადგილობრივი და ევროპული ტიპის მაღალხარისხოვანი, სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად-ტკბილი ღვინოები: ”ტვიში” ”სვირი” და ა.შ.
ჩინური
არის ქართული ყურძნის ჯიში. ის მიეკუთვნება აღმოსავლეთ ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთოლი აქვს მომრგვალო, მარცვალი მსხვილი, ცილინდრულ-კონუსისებური, მოყვითალო-მომწვანო ფერის. პროდუქტიულობა 60-70 ც/ჰა-ზე, შაქრის კონცენტრაცია 21-22 %. ჩინური ყურძნით მზადდება ჩვეულებრივი სამაგიდო ღვინო. რქაწითელისა და ჩხავერის ნარევის დამატებით კი მიიღება არაჩვეულებრივი შუშხუნა ღვინო.
ციცქა
აბორიგენული, თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ხარობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, აფხაზეთი, გურიისა და აჭარის რეგიონებში. სუსტია სოკოვან დაავადებათა მიმართ. აქვს საშუალო სიდიდის კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და ასეთივე საშუალო ფორმის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სრულ სიმწიფესში მომწვანო-მოყვითალო შეფერილობის მარცვალი. შაქრიანობა18-25% ,7-10,5% . მისგან მზადდება ნახევრად მშრალი და შუშხუნა ღვინო.
მუჯურეთული
არის ფერადყურძნიანი, აბორიგენული საღვინე ვაზის ჯიში. ხარობს დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ამბროლაური-ცაგერის რაიონებშიში. ზრდის სიძლიერე საშუალო. სოკოვან დაავადებათა მიმართ სუსტია, მაგრამ არის გვალვაგამძლე. აქვს საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და ოვალურ-კვერცხისებური, მუქი იისფერი შეფერილობის მარცვალი. შაქრიანობა 25-30% ,მჟავიანობა 6-7% . მუჯურეთულის პროდუქცია ალექსანდროულთან ერთად კუპაჟში განკუთვნილია მეტად მაღალხარისხოვანი ნახევრად ტკბილი ღვინის ”ხვანჭკარას” დასამზადებლად. ამას გარდა მისგან მზადდება საშუალო და ნახევრად ტკბილი, მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინოები.
თითა
სასუფრე ყურძნის ჯიშია. გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. განსაკუთრებით ცნობილია ,,ქართლური თითა’’, რომელიც შიდა ქართლსა და მესხეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ. ფოთოლი კვერცხისმაგვარია ფორმისაა, ძლიერ დანაკვთული, მარცვლი გრძელია, თითისებრი მოყვანილობის (აქედან სახელწოდება). ფერად მომწვანო-მოყვითალო, მოტკბო-მომჟაო გემო და სუსტი არომატი აქვს. ძლიერი იზრდება, ზოგიერთი რქის სისქე 2-3 მ აღწევს. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა, მტევნის საშუალო წონაა 151 გრ. (უდიდესი 400 გრ). ქართლში მისი მოშენება ძლიერ შესუსტდა, პერსპექტიულია მესხეთისათვის.

ქართული ვაზის ჯიშები
ქართული ვაზის ჯიშები
საქართველო ღვინის სამშობლოა. ამაზე მეტყველებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება. ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტების მეცნიერული კვლევები. ჩვენს წინაპრებს პირველად 7000 წლის წინ დაუყენებიათ ღვთაებრივი სასმელი. ათასწლეულების განმავლობაში კი მათი დაუღალავი და მადლიანი მარჯვენის წყალობით მევენახეობა და მეღვინეობა სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს დარგად ჩამოყალიბებულა. შედეგად ქართველი ერის და ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდ დაკავშირებია ერთმანეთს.
ვაზისა და ღვინისადმი განსაკუთრებული სიყვარული ქართველ ხალხს ხატოვნად აუსახავს ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაგებში. ხელოვნების ნიმუშია ქართული მარანიც და მასთან დაკავშირებული თითოეული ნივთი. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მარანი ინდივიდუალური დიზაინით გამოირჩევა. მცხეთის, თრიალეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ვანისა და სხვა არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია უძველესი მარნები მიწაში ჩაფლული ქვევრებით, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის სასმისებით, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებით თარიღდება. უძველეს წყაროებიდან მნიშვნელოვანია მითი არგონავტების შესახებ, რომელიც გვამცნობს, რომ დასავლეთ საქართველოში ხეები დაბურული იყო ვაზით, ხოლო დიდებულთა სასახლეში სპეციალურად მოწყობილი შადრევნებიდან ქართული ღვინო ჩქეფდა (ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნე).
არქეოლოგიური გათხრების დროს თრიალეთის სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს სასხლავი დანა, ღვინის სასმელები (კათხები).
ლინგვისტური ანალიზით სიტყვა ,,ყურძენის’’ დიალექტურ ფორმად ,,ურძენი’’ ითვლება. გ. მელიქიშვილის აზრით ეს ,,ურძენი’’ ქართველთა შორეული წინაპრის ურარტუს ენაზე ვენახს ნიშნავდა.
საქართველოს ისტორიის პატრიარქის ივ. ჯავახიშვილის ცნობით საყურძნე ძველ ქართლში ვაზის ბაღის მნიშვნელობით იხმარებოდა. ამ სიტყვის ეტიმოლოგია ვაზის კულტურის უძველესობის მაუწყებელია.
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში მრავალი სიტყვები ვაზის მნიშვნელობას აღნიშნავდნენ ,,რძე მოზარდთა ღვინოა, ხოლო ღვინო მოხუცთა რძეაო’’.
რუსი ავტორი გოგოლინი პალეონტოლოგიის მონაცემების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ვაზი ადამიანს წინა გეოლოგიური პერიოდიდან მემკვიდრეობით გადმოეცა. ესაა მესამეული ცარცის პერიოდი და თვით კაცობრიობაზე ხნიერია. მრავალი ფაქტიური მასალა, ანაბეჭდი ქვაზე არის იმის დასტური (გარეული ვაზის ფოთლები აღმოჩენილია მდინარე არაგვის ხეობაში). შემთხვევითი არაა რომ, უძველესი ქართული მონასტრები, ტაძრები, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე მომიბნეულია მოჩუქურთმებული ვაზის ფოთლებით, მტევნებით.
ჯერ-კიდევ X-XI საუკუნეებში იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სასწავლო ცენტრში, გელათის აკადემიაში, ფლობდნენ ღვინის წარმოების განსაკუთრებულ ხერხს. აქვეა შემონახული უძველესი მარანი (ადგილი, სადაც ღვინო სპეციალურ ჭურჭელში-ქვევრში ინახება).
მე-IV-ე საუკუნეში ქართველთა განმანათლებელი ნინო კაბადოკიელი ჩვენს ქვეყანაში სწორედ ვაზის ჯვრით შემოვიდა. ეს ჯვარი დღემდე ინახება საქართველოში და მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.
ქართული ერის მატერიალური კულტურის ამსახველ საუნჯეებში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მევენახეობა-მეღვინეობაში გამოსაყენებელ ნივთებს, რომლებიც ამჟამად საქართველოს სამხარეო მუზეუმს ამშვენებს: ქვევრი, დოქი, სურა. ამ დარგის ეკონომიკური მნიშვნელობა იცოდნენ გარეშე მტრებმა და ჩვენი ქვეყნის დასუსტების მიზნით არა ერთხელ მოუმართავთ ვენახის განადგურებისთვის.
საქართველოს ვენახების განადგურებას ადგილი ჰქონდა მე-XIX-ე საუკუნის ბოლოს ავადმყოფობათა (ნაცარი, ჭრაქი) და მავნებელი მწერის-ფილოქსერის გავრცელების გამო. ამის შემდეგ მოსახლეობა დასახელებული მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბრძოლის ღონიძიებებს გაეცნო და კატასტროფის წინაშე მდგარი მევენახეობა აღმავლობის გზაზე დააყენა.
მსოფლიოში ცნობილი ვაზის 4000 ჯიშიდან 450 საქართველოში აბორიგენული სახეობაა. მათგან 62 ჯიში შეტანილია სტანდარტულ ასორტიმენტში, - 29 საღვინე და 9 სუფრის. გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.
აბორიგენული ვაზის ჯიშების გარდა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელებული არის შემოტანილი ვაზის ჯიშები: ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე სოვინიონი, შასლა, ხალილი. რომლებმაც მეორე სამშობლო ჰპოვეს უძველეს ქართულ მიწაზე.
ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების კულტურა და ტრადიცია. შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.
საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალხარისხიანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის. რომლის თავისებურებათა მიხედვით ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად იყოფა: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ.
კასპიის ზღვისკენ დაქანებულ აღმოსავლეთ საქართველოს - კახეთს (შიდა და გარე კახეთი) და ქართლს (ქვემო, შუა და ზემო ქართლი) ახასიათებს ზომიერი კონტინენტალური, მშრალი, სუბტროპიკულში გარდამავალი ჰავა.
შავი ზღვის გავლენის ქვეშ მოქცეულ დასავლეთ საქართველოს - იმერეთს (ქვემო, შუა და ზემო იმერეთი), რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, აჭარას, სამეგრელოს და აფხაზეთს ახასიათებს ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი.
საქართველოს ვენახების 65-70% გაშენებული არის უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონში კახეთში. აქ გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჯაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.
საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები მდებარეობს მდინარეების - ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.
კახეთში ძირითადად მაღალხარისხიანი, სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოები იწარმოება.
ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხიანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფერეულის, გურჯაანის, მანავის და სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან.
სუფრის წითელი მშრალი, მაღალხარისხიანი, სასიამოვნო ჯიშური არომატის მქონე ღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის საფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზნის, ხაშმის და კახეთის სხვა მიკროზონებში.
კახეთში მზადდება წარმოშობის ადგილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები მხოლოდ ახაშენის, ქინძმარაულის და მუკუზნის მიკროზონებში. აქაური მიკროკლიმატი, ნიადაგები და ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის მაღალი შაქრის და მჟავების დაგროვების უნარი განაპირობებს ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელ ჰარმონიულ, რბილ, ხავერდოვან, ხალისიან ტონებს და მაღალ საგემოვნო სპეციფიკურ თვისებებს.
კახეთმა საუკუნეთა მანძილზე შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის ორიგინალური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება მსოფლიოში არსებული ღვინოს ამ ტიპებისაგან. იგი ერთადერთი მშრალი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი; და რაც მთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.
ქართლი ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის ხარისხოვანი სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ვენახები გაშენებულია მდინარეების - მტკვრისა და მისი შენაკადების, ლიახვისა და ქსნის ვრცელ აუზებში, ზღვის დონიდან 450-700 მეტრ სიმაღლეზე, მდელოს ყავისფერ, მდელოს ალუვიურ, რუხ ყავისფერ (წაბლა) და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე.
ქვემო ქართლი წარმოადგენს საუკეთესო ზონას სუფრის ყურძნის და ქიშმიშების წარმოებისათვის.
შუა ქართლი ხარისხიანი კლასიკური ევროპული ტიპის სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოების წარმოების ზონაა. ატენის ხეობაში უძველესი დროიდან გორული მწვანის და ჩინურის ყურძნისგან ტრადიციულ ტექნოლოგიით ამზადებენ წარმოშობის ადგილის დასახელების ცქრიალა ღვინოს `ატენურს". აღნიშნულ ქვეზონაში გორული მწვანის და ჩინურის, ბუდეშურის, თავკვერის და სხვა ადგილობრივი ჯიშების ყურძნისაგან იწარმოება მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი და ვარდისფერი ღვინოებიც.
ქსნის ხეობის (მუხრანის ველი) ქვეზონაში, ფრანგული ვაზის ჯიში ალიგოტე იძლევა ევროპული ტიპის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის საჭირო მაღალხარისხიან ღვინომასალას.
ზემო ქართლის _ მესხეთის ტერიტორიაზე ამჟამად მევენახეობა-მეღვინეობას არ აქვს სამრეწველო ხასიათი. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები (მარნები, ქვევრები, საწნახელები, სასმისები და სხვა) იუწყებიან, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მესხეთში ფართოდ ყოფილა განვითარებული.
იმერეთში ვენახები გაშენებულია მდინარეების რიონის, ყვირილას, ჩხერიმელას, ძირულას და მათი შენაკადების ხეობებში, ზღვის დონიდან 50-500 მეტრ სიმაღლემდე, ნეშომპალა-კარბონატულ, ყომრალ, ყვითელ მიწა და ეწერ ნიადაგებზე.
იმერეთში ყველაზე მეტი ვაზის აბორიგენული ჯიში ხარობს. რომელთაგან მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი სუფრის ღვინოები იწარმოება.
ზემო იმერეთში უმთავრესად მზადდება ნაზი, ხალისიანი ცქრიალა ტიპის ღვინომასალები, აგრეთვე მსუბუქი ევროპული ტიპის თეთრი და წითელი სუფრის ღვინოები, ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან.
დასაველეთ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად ზონად ითვლება შუა იმერეთი. სადაც ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 140-470 მეტრ სიმაღლეზე. ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, ალადასტურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან მზადდება წარმოშობის ადგილის და ჯიშობრივი დასახელების, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალური, სუფრის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები.
იმერეთში მრავალსაუკუნოვანი ხალხური ტრადიციების საფუძველზე შექმნილია იმერული ტიპის ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგია, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილის პროცესი მიმდინარეობს მიწაში ჩაფლულ ჭურებში დურდოზე ( ჭაჭა - კლერტის გარეშე), რომელიც მთელი მადუღარი მასის 4-6%-ს შეადგენს. დადუღების შემდეგ ღვინომასალას ჭურში აყოვნებენ 1,5-2 თვით, შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და თავისებური ინსტრუქციით ამუშავებენ. ასეთი წესით დაყენებული ღვინო ევროპული ტიპის ღვინოსთან შედარებით უფრო ექსტრაქტული, მსუბუქი და ჰარმონიულია. ხასიათდება სასიამოვნო გემოთი და ყურძნის ჯიშური არომატით.
იმერეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის აუზში მოქცეულ ქვემო იმერეთში ვენახები გაშენებულია 400-420 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მეღვინეობის თვალსაზრისით ეს ზონა ორდინალური ღვინოების ზონაა, რომლის ცალკეულ უბნებში ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან მზადდება ხარისხიანი ღვინოები.
დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ზონებისა და მიკროზონებისაგან ორიგინალური და უნიკალური ღვინოებით გამოირჩევა იმერეთის ჩრდილოეთით, მდინარეების - რიონის, ცხენისწყლის და ლაჯანურას ხეობებში - ვიწრო ზოლად მდებარე რაჭა-ლეჩხუმი - ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოების ისტორიული სამშობლო. ყოველი მხრიდან კლდოვანი ქედებით შემოფარგლული ქვაბული ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რაც განსაზღვრავს აქაური ღვინოებისათვის დამახასიათებელ ორიგინალურ თვისებებს. ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე.
სამხრეთით მზის გულზე გაშლილ კლდოვან ფერდობებზე გაშენებულია ადგილობრივი ალექსანდროულის და მუჯურეთულის ვაზის ჯიშები, რომლებიც შაქრის დაგროვების დიდი უნარით (28-30%-მდე) ხასიათდებიან. მათგან მზადდება უძვირფასესი, მაღალხარისხოვანი, წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო "ხვანჭკარა".
ტვიშის მიკრორაიონის კლიმატი განაპირობებს იმერული ვაზის ჯიშის ცოლიკოურის ყურძენში მაღალ შაქარ-მჟავიანობას, რომლისგანაც ამზადებენ წარმოშობის ადგილის დასახელების თეთრ ბუნებრივად ტკბილ ღვინოს "ტვიშს".
ლეჩხუმში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში ადგილობრივი ვაზის ჯიშის უსახელოურის ყურძნისაგან მზადდება უნიკალური, სასიამოვნო საგემოვნო თვისებების მქონე, ჯიშური დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `უსახელოური", ხოლო ორბელის მიკროზონაში ორბელური ოჯალეშის ჯიშისაგან მიიღება წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `ორბელური ოჯალეში".
აჭარის, აფხაზეთის, გურიის, სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის ახლო სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები (აფხაზეთი) გაშენებულია 2-4 მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე.
ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილებში ჭარბტენიანიც და ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე).
გურიაში (ბახვი-ასკანის, ფარცხმან-საჭამიასის), აჭარაში (ქედა), აფხაზეთში (გუდაუთა) მიკროზონებში, გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშის ჩხავერისაგან მიიღება განუმეორებელი, საგემოვნო თვისებების ჯიშური დასახელების ცქრიალა ღვინო "ჩხავერი".
სამეგრელოში, სალხინო-თარგამოულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ოჯალეშისაგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი და მშრალი, ჯიშური დასახელების უნიკალური ღვინო `ოჯალეში".
სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო `ოჯალეში" გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი `გრან-პრი"-თი დაუჯილდოებიათ.
აფხაზეთში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს კუთხეში ვაზის: ცოლიკოურის, ჩხავერის, ოჯალეშის, კაჭიჭის, იზაბელას და სხვა ჯიშებიდან მზადდებოდა წარმოშობის ადგილის დასახელების ორიგინალური ღვინოები: `აფსნი", `ლიხნი", `აჩანდარა", `ანაკოპია" და სხვა ღვინოები, რომლებიც მომხმარებელთა დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში გაშენდა ახალი ვენახები, რათა ღვინის დამზადებას მძლავრი სამრეწველო ხასიათი მიეღო.
80-იანი წლებში ვენახების ფართობი 150 ათას ჰექტარზე მეტი იყო, ღვინის ქარხნები წლიურად 500-700 ათას ტონა ყურძენს ამზადებდნენ, მიღებული ღვინოპროდუქცია ძირითადად ყოფილი სსრკ-ისა და გარკვეული ნაწილი კი საექსპორტოდ საზღვარგარეთის ბაზრებზე იყიდებოდა.
90-იანი წლებიდან ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა, როგორც სხოფლის მეურნეობის სხვა დარგებს, მევენახეობა-მეღვინეობასაც სერიოზული ზიანი მიაყენა, რამაც დარგის სამრეწველო-ეკონომიური პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამცირა. საბედნიეროდ, მეღვინეობის დარგში უძრაობის პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა.
უკანასკნელ პერიოდში დარგის განვითარებისათვის ქვეყანაში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რამაც ხელი შეუწყო ქართული და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გაშენდა ახალი ვენახები, ღვინის მრეწველობა აღიჭურვა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, განახლდა უნიკალური ქართული ღვინოების წარმოება. რასაც ვერაფერი დააკლო რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ემბარგომ, რომელიც პირველად რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის წარმოების აკრძალვით დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების თანადგომით ქართველმა მეღვინეებმა შესძლეს მსოფლიოს ბაზარზე გასვლა და გარკვეული სეგმენტის დაკავება.
საქართველოში დღეს ღვინის რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი კომპანია არსებობს. მათი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს. ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციები შეხამებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან.
ვაზი საქართველოში
ვაზი მცენარის გვარი ვაზისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენს ულვაშებით ანუ პწკლით ემაგრება, აქვს ყავისფერი ქერქი, რომელიც ზოლ-ზოლად სცილდება.ვაზის ფესვი წიპწით (თესლით) გამრავლებისას მთავარღერძიანია, მთავარი ფესვი შემდეგ ივითარებს დამატებით ფესვებს. რქით გამრავლებისას მუხლის არეში მრავალი ფესვი წარმოიქმნება. ვაზი შეიძლება იყოს ბუჩქისებრი ანუ უშტამბო და შტამბიანი. შტამზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები ანუ მხრები და ერთწლიანი რქები და ყლორტები. ვაზის რქაზე, ფოთლის ყუნწის იღლიაში, მოთავსებულია რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი კვირტებისაგან შედგება. მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი.ვეგეტაციის პერიოდში ვაზის ყლორტზე წარმოიქმნება დამატებითი ყლორტი ანუ ნამხარი, რომელიც შედარებით სუსტად იზრდება. პწკალი ვაზის დასამაგრებელი საშუალებაა. იგი ყლორტზე, ფოთლის მოპირდაპირე მხარეს მე-3-მე-5 მუხლიდან ვითარდება. ვაზის ფოთოლი მომრგვალო, ოვალური, გულისმაგვარი ან კვერცხისებრია; დაუნაკვთავია ან 3-5 -ნაკვღიანი, იშვიათად მრავალნაკვთიანია (შასლა ოხრახუშისებრი), ფოთლის ფირფიტისა და ყუნწის ამონაკვთები ღია ან დახურულია და მრავალი გარდამავალი ფორმა აქვს. ფირფიტის ნაპირებზე სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის კბილებია. ჯიშის მიხედვით შეიძლება ფოთოლი იყოს ბრტყელი, ღარისებრი, ძაბრისებრი, ქვემოთ ან ზემოთ ნაპირებშეკეცილი და სხვა. ფირფიტა შეუბუსავი ან შებუსულია, ხშირად სქელი, ქეჩისებრი ბუსუსით, ფერად ღია ან მუქი მწვანეა, მოწითალო ან მოყვითალო ელფერი და ლაქები აქვს. ყვავილი წვრილია შეკრებილი საგველა ყვავილედად, ორსქესიანი ან ფუნქციურად ცალსქესიანი (ქვევით დახრილი უნაყოფო მტვრიანებით ან განუვითარებელი ბუტკოთი).
ყვავილის ნაწილებია: ჯამი, გვირგვინის ფურცლების, მტვრიანები და ბუტკო. ჯამი განუვითარებელია, გვირგვინი - ხუთფურცლიანი. მტვრიანები ძირითადად ხუთია. ვაზის ნაყოფი ორბუდიანი, წვნიანი, სხვადასხვა ფერის მარცვალია. მტევანი შეიძლება იყოს პატარა, საშუალო ან დიდი; ცილინდრული, ცილინდრულ-კონუსური, კონუსური, ფრთიანი, უფორმო ან განტოტვილი; ძალიან თხელი, საშუალო სიკუმსის, კუმსი და ძლიერ კუმსი; მარცვალი მრგვალი, მომრგვალო, ოვალური, კვერცხისებრი, მოგრძო ან გრძელია, ფერად ღია მწვანე, მწვანე, ღია ვარდისფერი, მუქი ვარდისფერი, მოყვითალო-ქარვისფერი, მოწითალო-ქარვისფერი, მოწითალო-ღვინისფერი, მონაცრისფრო ან შავ ფერში გარდამავალი მუქი ლურჯი. წიპწა მარცვლის შუაშია (1-4 ცალი). წიპწის ნაწილებია: ნისკარტი, ქალაძა და მუცლის ღარები. წიპწა შეიცავს ცილოვან ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა მცენარის ჩანასახის განვითარებისათვის.ვაზი ყვავილობს მაის-ივნისში; ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება. თბილი, ზომიერი და კონტინენტური ჰავის პირობებში ვაზის სასიცოცხლო ციკლი პასიურ და აქტიურ ხანად იყოფა. პასიური ხანა ფოთლების დაცვენით იწყება და ადრე გაზაფხულზე ვაზის გაღვიძებით მთავრდება.საქართველოში ვაზის კვირტის გაშლა მარტის ბოლოს იწყება და 45-55 დღე გრძელდება. ვაზის ყვავილობა 15°C-ზე იწყება (მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ დეკადაში) და 25-30°C-ის დროს ინტესიურად მიმდინარეობს. მისი ხანგრძლივობა 10-12 დღეა. ვაზის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა საქართველოში 225-260 დღემდე აღწევს. ვაზზე მოქმედი ბუნებრივი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ტემპერატურა, ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური შედგენილობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, ნაკვეთის ექსპოზიცია და სხვა. ვაზის ზრდა-განვითარება 8°C-ის ქვევით ჩერდება, 25-30°C-ზე ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო 40°C-ის ზევით კვლავ წყდება. ვაზის ჯიშების უმრავლესობა - 14-15°C ყინვას იტანს, ზოგი - 40°C-ის პირობებშიც კარგად ვითარდება (ამურის ვაზი).
საქართველოში ვაზის სამრეწველო ნარგავები ზღვის დონიდან 600-700 მ-მდეა გავრცელებული. მაღლობ ადგილებში ვაზის საადრეო ჯიშებს აშენებენ (ქართული საადრეო, ხალილი, პინო), დაბალ ზონაში - სიმწიფის საშუალო პერიოდის ან საგვიანო ჯიშებს (რქაწითელი,საფერავი,ცოლიკაური). ვაზის საერთო განვითარება, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი დიდად არის დამოკიდებული ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ შედგენილობაზე.
ამიტომ ნიადაგისა და ჯიშების შერჩევა-გაშენება პროდუქციის სპეციფიკის მიხედვით ხდება. ვაზისთვის კარგია კორდიან-კარბონატული, ალუვიური, ქვაღორღიანი და ქვიშნარი ნიადაგები. ვაზი მაღალხარისხოვან ყურძენს სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთის ექსპოზიციის ფერდობზე იძლევა. ვაზს ამრავლებენ თესლით (ახალი სელექციური ჯიშების მისაღებად) და ვეგეტატიურად - კვირტით, რქით, გადაწიდვნით, მყნობით. ფილოქსერისაგან დასაცავად ვაზს ამყნობენ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეზე. ნამყენი სპეციალურ სანერგეში გამოჰყავთ, სამუშაო პროცესების რაციონალურად ჩასატარებლად და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად ვაზს შპალერული წესით აფორმებენ. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს აგროტექნიკურ ღონისძიებების დროულ ჩატარებას, კერძოდ, ინტენსიური ზრდის შესაჩერებლად ვაზს სისტემატურად უნდა აცლიდნენ ნამხარს, თავს და სხვა; ნიადაგის მოვლის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია სარეველეების მოსპობა, გაფხვიერება, რწყვა და სხვა.ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით. მათი კლასიფიკაციის დროს ითვალისწინებენ ზრდის სიძლიერეს (სუსტი, საშუალო, ძლიერი და მეტად ძლიერი), ყურძნის შეფერილობას (თეთრი, ვარდისფერი, წითელი და სხვა), სიმწიფის პერიოდს (საადრეო, საშუალო, საგვიანო და ძლიერ საგვიანო), მოსავლიანობის (მცირე-, საშუალო-, უხვმოსავლიანი) და სამეურნეო მიმართულებას (სასუფრე, საღვინე, საკონიაკე, საშამპანო, ყურძნის წვენის, კონცენტრატების, საქიშმიჭე, ფილოქსერაგამძლე საძირე, დეკორატიული).
Subscribe to:
Posts (Atom)